Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 58 წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა. 1. წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე. 2. სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმის დარღვევა, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე. 3. წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენებიდან, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან წყლის დაბინძურება ან დანაგვიანება ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე. 4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე. 5. წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, აგრეთვე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − |