Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 41 რადიოაქტიური მასალების ტრანზიტი. 1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური მასალების ტრანზიტი დასაშვებია მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-18 მუხლით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. რადიოაქტიური მასალების ტრანზიტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს: ა) რადიოაქტიური მასალების დანიშნულების პუნქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ბ) რადიოაქტიური მასალების მიმღები მხარის გარანტიას მასალების მიღებაზე; გ) გადამზიდავის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფას; დ) რადიოაქტიური მასალების გამგზავნ და მიმღებ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ასლის წარმოდგენას; ე) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალების და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე ინფორმაციას; ვ) გადაზიდვისას უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფას. |