Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პენიტენციური კოდექსი article 99 ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები. 1. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესები და პირობები, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები. 2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია: ა) დაიცვას შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და შეასრულოს მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები; ბ) გაუფრთხილდეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ან სხვა პირის ქონებას და არ დააზიანოს ის; გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს; დ) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები სათანადოდ გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში; ე) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, საწოლი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი; ვ) სურვილის შემთხვევაში იმუშაოს მხოლოდ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; ზ) არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება. |