Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 219 სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება. 1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შეიძლება მიეცეთ ანაზღაურება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სააქციო საზოგადოების ფინანსურ შესაძლებლობებს. 2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანაზღაურების ოდენობა, სტრუქტურა და გაცემის პერიოდულობა განისაზღვრება წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს წარმატებული საქმიანობისთვის დამატებით შეიძლება მიეცეს წინასწარ დადგენილი წესით განსაზღვრული პრემიები ან სხვა ბონუსები. 3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ის შეღავათები და პრივილეგიები, რომლებითაც ისარგებლებენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები წევრობის პერიოდში. |