FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

article  204

1. ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტისა – 3 წელი. ერთდროულად ერთზე მეტი პასპორტის ფლობის შემთხვევაში მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის, აგრეთვე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი.
11. სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაა 2 წელი. 1 -2. სამგზავრო პასპორტი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა 2 წლის ვადით, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე − 1 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ვადაზე ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.
5. პასპორტისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს სასამართლოს განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. პასპორტისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ, აგრეთვე პასპორტისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე აღნიშვნა კეთდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

article  204

7. თუ ვერ მოხერხდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის (მათ შორის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის) და სამგზავრო დოკუმენტის შესაბამისი დაინტერესებული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა, ეს დოკუმენტები სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ინახება 1 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი (მათ შორის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი) და სამგზავრო დოკუმენტი უქმდება და ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

article  204

51. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული 16 წლამდე პირის დაბრუნების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამ პირზე გაცემული პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, ხოლო შეჩერების ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების, აგრეთვე შეჩერების ღონისძიების გაუქმების შესახებ შეტყობინების საფუძველზე სათანადო აღნიშვნა კეთდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას.