Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ადვოკატთა შესახებ article 351 დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი. 1. ადვოკატს შეუძლია ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის კომისიაში. საჩივრის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ატყობინებს მხარეებს. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII-1 თავით დადგენილი საპროცესო წესით, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით. 3. დისციპლინური საქმის წარმოების მხარეები არიან: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატი, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. 4. დისციპლინური საქმის წარმოების პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა უნდა ჩატარდეს საჯაროდ. |
ადვოკატთა შესახებ article 351 5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში აღინიშნება: ა) სადისციპლინო პალატის სხდომის თარიღი; ბ) სადისციპლინო პალატის სხდომის დაწყების დრო; გ) დისციპლინური საქმის განმხილველი სადისციპლინო პალატის შემადგენლობა და სხდომის მდივანი; დ) დისციპლინური საქმის დასახელება და რეგისტრაციის ნომერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი; ე) სხდომაზე წარმოდგენილი მხარეებისა და სხვა პირების შესახებ ინფორმაცია; ვ) მხარეთა მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები; ზ) მხარეთა პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტები; თ) სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი; ი) სადისციპლინო პალატის სხდომის დამთავრების დრო. 7. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, იშუამდგომლონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში იმ გარემოებათა შეტანის თაობაზე, რომლებსაც, მათი აზრით, დისციპლინური საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. |
ადვოკატთა შესახებ article 351 8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ელექტრონული საშუალებითაც. 9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს. 10. თუ ამ კანონის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა საჯაროა, დისციპლინური საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. 11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს წერილობით. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები. გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით საჯაროდ ქვეყნდება. სადისციპლინო პალატის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს. |
ადვოკატთა შესახებ article 351 12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური სახდელის შეცვლის შემთხვევაში, ადვოკატისათვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ევალება, გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და აღნიშნული ბარათი გაუგზავნოს ადვოკატს. 13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლები ეგზავნებათ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს. |