Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ article 24 გარდამავალი დებულებანი. 2. 2013 წლის 1 ივნისამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები: ა) „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ)„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. 2013 წლის 1 ივლისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 4. 2013 წლის 1 დეკემბრამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები: ა) „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ“; 4-1. 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. |
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ article 24 42. 2016 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 6. 2014 წლის 1 ივნისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“. 7. 2013 წლის 31 დეკემბრამდე არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დასრულდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე. 8. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“. 9. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე მიიღოს დადგენილება „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. |