Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 33 სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები. 1. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია: ა) გაეცნოს მისთვის დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს და კეთილსინდისიერად შეასრულოს ისინი; ბ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას; გ) დაიცვას სამხედრო მოსამსახურისთვის დადგენილი ეთიკის ნორმები; დ) დაიცვას მისთვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოება; ე) დაემორჩილოს მეთაურს, ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი კანონიერი ბრძანება და დავალება; ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. 2. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტებით. 3. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების/მოთხოვნის გარეშე დაიცვას თავის სამსახურთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები. 4. სამხედრო მოსამსახურემ უარი უნდა თქვას უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამხედრო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უნდა გადაადგილდეს მხოლოდ უშუალო მეთაურის ნებართვის საფუძველზე. |
თავდაცვის კოდექსი article 33 6. სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მუდმივ მზადყოფნაში იყოს, რათა სამსახურში გამოძახებისთანავე გამოცხადდეს. |