Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საპატენტო კანონი article 40 პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება და საპატენტო სიგელის გაცემა. 1. საქპატენტს პატენტის შესახებ მონაცემები შეაქვს რეესტრში და აქვეყნებს ბიულეტენში, ხოლო პატენტის აღწერილობას აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცემს საპატენტო სიგელს პატენტის აღწერილობასთან ერთად, თუ არსებობს: ა) საქპატენტის დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე; ბ) ამ კანონის 40-3 მუხლის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ. 2. საპატენტო სიგელის ფორმას და რეესტრში შესატან პატენტის შესახებ მონაცემებს ადგენს საქპატენტი. 3. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრის საჯარო მონაცემებს. |