Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 692 ტვირთის ღირებულება ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას. 1. თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით. 2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას – საბაზრო ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ – მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად. 3. გადაზიდვის თანხა, აგრეთვე საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული და სხვა, მსგავსი ხარჯები ტვირთის მთლიანად დაკარგვისას უნდა დაბრუნდეს მთლიანად, ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას – ნაწილობრივ. 4. თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და უფლებამოსილი პირი დაამტკიცებს, რომ ამის გამო წარმოიშვა ზიანი, გადამზიდველმა უნდა აანაზღაუროს იგი მხოლოდ ამ ტვირთის ღირებულების ოდენობამდე. მეტის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა 694-ე მუხლის თანახმად არსებობდა განსაკუთრებული ინტერესი ამ გადაზიდვის მიმართ, ან მითითებული იყო ტვირთის ღირებულება. |