Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 101 კანონპროექტზე მომხსენებელი და თანამომხსენებელი. 1. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს მისი ინიციატორი პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს − პარლამენტის წევრთა მიერ დანიშნული წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კანონპროექტზე მომხსენებლად/თანამომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არ არიან დანიშნული, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად, ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ანდა ფრაქციის ან კომიტეტის მიერ შესაბამისი ფრაქციის ან კომიტეტის წევრთაგან დანიშნული წარმომადგენელი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მის მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან კომიტეტის/კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 101 2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად/თანამომხსენებლად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად/თანამომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ იქნება/არ იქნებიან დანიშნული. პარლამენტის წევრის, ფრაქციის, კომიტეტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირი, ხოლოამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი. 3. საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი. 4. პარლამენტის წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარმომადგენელი. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 101 5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში საკითხი იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში, ხოლო თანამომხსენებლის არყოფნა არ აბრკოლებს საკითხის განხილვას. 6. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შენიშვნები განიხილება პრეზიდენტის წარმომადგენლის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის ეტაპების გამოტოვებით. |