FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1254

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევა.
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარდა ამ კოდექსის 125-2 და 125-3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა, პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს არ აქვს დადგენილი საფასური) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარდა ამ კოდექსის 125-2 და 125-3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების სხვა დარღვევა −
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1254

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ავტოსატრანსპორტო საშუალებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
3. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება −
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1254

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ პარკირების ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს.
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1254

11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირების უფლება აქვს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საცნობი ნიშნით მოსარგებლე სატრანსპორტო საშუალებას. მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან საცნობი ნიშნების მიმღებად განსაზღვრონ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ერთი და იმავე ხარისხის მქონე პირები, აგრეთვე აცნობონ სხვა მუნიციპალიტეტებს მათ მიერ დამტკიცებული საცნობი ნიშნების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნების) ფორმები.
12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოზე გაცემული სპეციალური საშვი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნული სპეციალური საშვის ნიმუშს უგზავნის სხვა მუნიციპალიტეტს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1254

2. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
4. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1254

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290-1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირი.