Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ article 3 ტერმინების განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ობიექტები – დედამიწის ბუნებრივი წარმონაქმნები: კონტინენტები, ოკეანეები, ზღვები, კუნძულები, მთები, მდინარეები, ტბები, მყინვარები და სხვა, აგრეთვე ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, მათი ცენტრები, ქალაქები, დაბები, სოფლები, ქუჩები, მოედნები, პარკები და სხვა მსგავსი ობიექტები; ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენა – არსებულ სახელწოდებათა გამოვლენა, სახელწოდებათა არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, აგრეთვე სახელდებული გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელწოდებების გადარქმევა; გ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება – გეოგრაფიული ობიექტების ფართოდ გავრცელებული სახელწოდებების შერჩევა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა კორექტირება ეროვნული ტრადიციების მიხედვით. |