FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  19

ტვირთის გადასაზიდად მომზადება.
1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე მოამზადოს იგი ტრანსპორტირებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოება, ტვირთის, ვაგონებისა და კონტეინერების დაცულობა, მათი ტვირთამწეობისა და ტევადობის ოპტიმალური გამოყენება. ტვირთის ტარა, შეფუთვა და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.
2. გადასაზიდად წარდგენილი მალფუჭებადი ტვირთის ხარისხი, ტარა და შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებს“ და უზრუნველყოფდეს მის დაცულობას ტვირთგამგზავნის მიერ ხარისხის მოწმობაში (სერტიფიკატში) მითითებულ ტრანსპორტირების ვადაში.
3. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, რომლებიც გზავნიან და ღებულობენ სახიფათო ტვირთს, ვალდებული არიან უზრუნველყონ მისი გადაზიდვის უსაფრთხოება. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და ექსპედიტორს უნდა ჰქონდეთ ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების სალიკვიდაციო საშუალებები, ჰყავდეთ მობილური ქვედანაყოფები და უნდა უზრუნველყონ მათი დაუყოვნებლივ გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზე.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  19

4. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, თუ მათ გადახდილი აქვთ ტვირთის ღირებულება, ვალდებულნი არიან, აანაზღაურონ მათი მიზეზით გამოწვეული ავარიული სიტუაციის, გარემოს დაბინძურებისა და მატარებელთა მოძრაობის შეფერხების შედეგად მიყენებული ზიანი და ავარიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯი.