FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

article  12

პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან. 1. სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად სადაზვერვო დაწესებულებას შეუძლია ითანამშრომლოს პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა სადაზვერვო დაწესებულებასთან კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე, სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. ასეთ პირთან თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება იმ სადაზვერვო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით, რომელთანაც პირი კონფიდენციალურად თანამშრომლობს.
2. პირის, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან, და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები.
3. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან, კანონით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის დროს ან/და თანამშრომლობის შედეგად, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.