FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  26

კომისიის დაფინანსება.
1. კომისია თავისი ფუნქციების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილებების განხორციელებისას ფინანსურად დამოუკიდებელია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.
2. კომისია ყოველი წლის ბოლომდე ამტკიცებს მომავალი წლის დეტალურ ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები, სხვა სახის ფინანსური სარგებელი და კომისიის შემდეგი წლისთვის დაგეგმილი სხვა ტიპის საბიუჯეტო ხარჯები.
3. კომისია ფინანსდება რეგულირებული საქმიანობისთვის კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასურიდან, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიატები და სხვა რეგულირებული საწარმოები იხდიან „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად.
4. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრამდე ლიცენზიატებისგან და სხვა რეგულირებული საწარმოებისგან იღებს მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის ან/და ბრუნვის პროგნოზს, რის საფუძველზედაც ადგენს რეგულირების საფასურს იმ ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ხარჯის დასაფარავად „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  26

5. რეგულირების საფასური კომისიის მიერ დადგენილი წესით ჩაირიცხება კომისიის საბანკო ანგარიშზე. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, განკარგოს მის ანგარიშზე არსებული სახსრები. მიმდინარე ფინანსურ წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ბიუჯეტში. კომისია უფლებამოსილია მიმდინარე ფინანსური წლის განმავლობაში წარმოშობილი ბიუჯეტის დეფიციტი შეავსოს მომდევნო წლისთვის დაგეგმილი საბიუჯეტო სახსრებიდან, რეგულირების საფასურის სათანადო კორექტირებით.
6. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული რეგულირების საფასური ვერ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლებამოსილია აიღოს სესხი გონივრული და გამართლებული საპროცენტო განაკვეთით. კომისიამ სესხი და შესაბამისი პროცენტი უნდა დაფაროს რეგულირების საფასურის სახით მომდევნო წელს მიღებული სახსრებიდან.
7. დასაშვებია კომისიის სარგებლობისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გრანტების მიღება.
8. ლიცენზიატებსა და სხვა რეგულირებულ საწარმოებს უფლება აქვთ, კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური აინაზღაურონ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებით, საფასურით ან შესაბამის კომერციულ (საბაზრო) საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლისთვის ან მომსახურებისთვის გადახდილი ფასის მეშვეობით.
9. კომისიის ბიუჯეტი ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.