Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 111 საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები. 1. საბოლოო მომხმარებლის დაცვა ხორციელდება ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საბოლოო მომხმარებელი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საფასურს იხდის მიწოდების წესების მოთხოვნებისა და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების მიხედვით. საფასურის დარიცხვის, ანგარიშსწორებისა და საფასურის მოკრების წესი განისაზღვრება მიწოდების წესებით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 111 3. საბოლოო მომხმარებელს უფლება აქვს, ამ კანონის 101-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად, თავისუფლად აირჩიოს და შეცვალოს ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი. საბოლოო მომხმარებელს ასევე უფლება აქვს, უსასყიდლოდ მიიღოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები და ეს ინფორმაცია და მონაცემები ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საფასურის გარეშე გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი რეგისტრირებული მიმწოდებლისთვის. აღრიცხვის მონაცემების მართვისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აღნიშნული მონაცემები შესაბამის ენერგეტიკულ საწარმოს მიაწოდოს. ამ მონაცემების ფორმატი და მისი მიმწოდებლისა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის წესი განისაზღვრება მიწოდების წესებით. 4. მსხვილ მომხმარებელს უფლება აქვს, მიწოდების ხელშეკრულება ერთდროულად დადოს რამდენიმე მიმწოდებელთან. მსხვილი მომხმარებლის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების წესი და პროცედურა განისაზღვრება მიწოდების წესებით. 41. მსხვილი მომხმარებელი, რომელსაც სურს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ან ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობა, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია კომისიის მიერ დადგენილი წესით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 111 5. საბოლოო მომხმარებელი უფლებამოსილია, გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, მოითხოვოს ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით მომარაგების ტექნიკური ან სხვა სახის შეფერხების მოკლე ვადაში აღმოფხვრა, თუ აღნიშნული შეფერხება მისი მოწყობილობა-დანადგარებით არ არის გამოწვეული. 6. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული მომარაგების შეჩერების ზომებით გამოწვეული შეფერხება არ ჩაითვლება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხებად ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ პირობებს. 7. საბოლოო მომხმარებელმა ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი უნდა მოიხმაროს ამ კანონით, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის წესებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებითა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობებისა და მიზნების შესაბამისად. |