Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 36 რადიაციული დაცვის კონტროლი. 1. „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისგან ადამიანებისა და გარემოს დასაცავად, მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, დასხივების დოზური ზღვრები მარეგულირებელი ორგანოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის. 2. „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ის საქმიანობები ან/და წყაროები, რომლებზეც არ გავრცელდება მარეგულირებელი ორგანოს კონტროლი, თუ: ა) ადამიანებისთვის მაიონებელი გამოსხივების რისკები საკმაოდ დაბალია; ბ) მთლიანობაში რადიოლოგიური ზემოქმედება საკმაოდ დაბალია; გ) საქმიანობა ან წყარო, საკუთარი მახასიათებლებით, მიიჩნევა უსაფრთხოდ და არ არსებობს იმგვარი სიტუაციის წარმოშობის ალბათობა, რომლის დროსაც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემული კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდება. |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 36 3. „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგულირებიდან ამოღების ის მნიშვნელობები, რა შემთხვევაშიც, ავტორიზებული საქმიანობის ფარგლებში, მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს რადიოაქტიური მასალის ან ბირთვული და რადიაციული ობიექტის რეგულირებიდან ამოღების გადაწყვეტილება. |