Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 5 სეკიურიტიზაციის ფონდი. 1. სეკიურიტიზაციის ფონდი იქმნება სახელშეკრულებო სქემის სახით, რომელსაც მართავს და წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანია. 2. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სეკიურიტიზაციის ფონდზე. 3. სეკიურიტიზაციის ფონდი ფუძნდება აქტივების მმართველი კომპანიის მიერ სეკიურიტიზაციის ფონდის წესების დამტკიცების საფუძველზე. სეკიურიტიზაციის ფონდის წესები უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) სეკიურიტიზაციის ფონდის სახელწოდებას, მიზანსა და ხანგრძლივობას (შეზღუდული ან შეუზღუდავი); ბ) აქტივების მმართველი კომპანიის სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციას; გ) სეკიურიტიზაციის ფონდის ადმინისტრირებისა და მართვის წესებს; დ) შესაბამის შემთხვევაში სეკიურიტიზაციის ფონდის განყოფილებების დაფუძნების შესაძლებლობას; ე) გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოხდება ან შეიძლება მოხდეს სეკიურიტიზაციის ფონდის ან მისი განყოფილების ლიკვიდაცია; ვ) აქტივების მმართველი კომპანიის უფლებებისა და მოვალეობების აღწერას, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში − ინვესტორთა უფლებებისა და მოვალეობების აღწერას; ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ჩანაცვლების პირობებს, ხოლო მისი ჩანაცვლების შემთხვევაში − ინვესტორთა დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციას; |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 5 თ) რისკების მიღებისა და სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვების წესებს; ი) სეკიურიტიზაციის ფონდის წესებში ცვლილების შეტანის პირობებსა და პროცედურას. 4. იგულისხმება, რომ სეკიურიტიზაციის ფონდის მიერ გამოშვებული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების შეძენით ინვესტორი ავტომატურად ეთანხმება სეკიურიტიზაციის ფონდის წესებს. 5. სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულის (პაის) ფლობა დასტურდება სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულის (პაის) მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით, თუ ეს ერთეული (პაი), ამ რეესტრში დაცული მონაცემების შესაბამისად, ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული. სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულების რეესტრის წარმოებისა და ფლობის მარეგულირებელ დამატებით წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომ − ეროვნული ბანკი). |