Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 97 ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისება. 1. მსჯავრდებულის წახალისების სახეებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; დ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; ზ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის; თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ი) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; კ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომელთა ქონაც აკრძალული არ არის; ლ) დამატებითი საოჯახო პაემნის უფლების მიცემა; მ) კომპიუტერით სარგებლობის უფლების მიცემა ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის: |
პენიტენციური კოდექსი article 97 ა) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე არ გამოიყენება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიმართ; ბ) „ე“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები არ გამოიყენება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ; გ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ; დ) „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ ქალი მსჯავრდებულის მიმართ; ე) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ. 3. ბრალდებულის მიმართ გამოიყენება მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ წახალისების სახის გამოყენებისას გაითვალისწინება მისი საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ფაქტი და ხარისხი. |