Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 41 სიმართლესთან შეუსაბამო/ყალბი ინფორმაცია. 1. მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ რეგულირებული შეთანხმების დამტკიცებაზე კრედიტორთა თანხმობის მისაღებად იგი: ა) ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამის პირს არ წარუდგენს ინფორმაციას მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე ან აღნიშნულ ინფორმაციას განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარუდგენს; ბ) არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ რეგულირებული შეთანხმება არ დამტკიცდება. |