FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  217

სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ მაინც. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარება.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ან ხელმძღვანელ ორგანოს უფლება აქვს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა. ამ მოთხოვნაში უნდა მიეთითოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების მიზეზები და მიზნები. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარება.
3. თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ან ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია თავად მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.
მეწარმეთა შესახებ

article  217

4. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი. აღნიშნული სხდომის მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დგება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი. ამ ოქმის სისწორისა და სრულყოფილებისთვის პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.