FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

article  9

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები.
1. საქართველოს მთავრობამ:
    ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით: ა.ა) 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცება; ა.ბ) 2015 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცება;
    ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით, 2015 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და შეჩერების წესის დამტკიცება;
    გ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება;
    დ) 2016 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად შესაბამისი დადგენილების მიღება.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

article  9

ა) 2015 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს: ა.ა) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ა.ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;
    ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს  მაღალმთიან დასახლებაში მდებარე კერძო სამართლის იურიდიულ პირში – სამედიცინო დაწესებულებაში, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის დანამატის მიცემის თაობაზე შესაბამისი წინადადების მომზადება.
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

article  9

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან/და მის სისტემაში შემავალმა ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, 2016–2017 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სათანადო სამართლებრივი აქტების/სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, ხოლო 2015 წლის 1 ნოემბრამდე – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათის გასაცემად სათანადო ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა)  მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;
    ბ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული რეესტრის შექმნა.
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

article  9

5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2015 წლის 20 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის განსაზღვრისათვის შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
6. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების მიღება არ არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახის – საარსებო შემწეობის – გაუქმების საფუძველი და არ ჩაითვლება შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებად.