Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 31 სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად მიიჩნევა: ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა; ბ) საბრძოლო მორიგეობის შესრულება; გ) მეთაურის ბრძანების ან მის მიერ დასახული ამოცანის შესრულება; დ) სამხედრო სამსახურის გავლის ადგილზე ყოფნა დღის განწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში ან სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში; ე) მივლინებით ყოფნა; ვ) სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ ყოფნა; ზ) სამსახურამდე და უკან მგზავრობა; თ) სამსახურებრივი მიმართვის საფუძველზე სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა; ი) სამხედრო შეკრების, მათ შორის, საველე სწავლების, გავლა; კ) ტყვედ ყოფნა (გარდა წინასწარ განზრახვით ტყვედ ჩაბარებისა/დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა; ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებამდე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე; მ) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა; ნ) სადღეღამისო განწესი. |