FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  13

ინტერესთა კონფლიქტი.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საჯარო შესყიდვის განხორციელებისას გაატაროს ინტერესთა კონფლიქტის ეფექტიანი პრევენციისთვის, იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიება.
2. ინტერესთა კონფლიქტი მოიცავს ნებისმიერ შემთხვევას, როდესაც შემსყიდველ ორგანიზაციაში ან/და ეკონომიკურ ოპერატორში დასაქმებულ პირს, რომელიც საჯარო შესყიდვის განხორციელებაში მონაწილეობს, შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით მოქმედებს ან/და რომელსაც შეუძლია შესყიდვის პროცედურების შედეგზე გავლენა მოახდინოს, აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი, ფინანსური ან სხვა პერსონალური ინტერესი, რამაც საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას.
3. საჯარო შესყიდვის განხორციელებისას შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის წევრს ან/და მისი აპარატის წევრს, ექსპერტს, კონსულტანტს, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისთვის პასუხისმგებელ პირსა და შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილ პირს, რომელიც ჩართულია საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში, ინტერესთა კონფლიქტი ექმნება აგრეთვე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოება:
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  13

ა) იგი ან მისი ნათესავი არის ან ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელი, წილის მფლობელი, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
    ბ) იგი არის ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელის, წილის მფლობელის, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ნათესავი;
    გ) იგი ან მისი ნათესავი არის ეკონომიკური ოპერატორის, მისი ხელმძღვანელის, წილის მფლობელის, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის წარმომადგენელი;
    დ) იგი არის ეკონომიკური ოპერატორის, მისი ხელმძღვანელის, წილის მფლობელის, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის წარმომადგენლის ნათესავი;
    ე) იგი ეკონომიკურ ოპერატორთან, მის წარმომადგენელთან, ხელმძღვანელთან, წილის მფლობელთან, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ერთად არის სხვა ეკონომიკური ოპერატორის წილის მფლობელი, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
    ვ) იგი ეკონომიკურ ოპერატორთან, მის წარმომადგენელთან, ხელმძღვანელთან, წილის მფლობელთან, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს სხვა ეკონომიკურ ოპერატორს;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  13

ზ) იგი თანამდებობრივად ექვემდებარება ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელს, წილის მფლობელს, წევრს, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, მათ წარმომადგენლებს ან ეს პირი/პირები ექვემდებარება/ექვემდებარებიან თანამდებობრივად მას;
    თ) იგი, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სხვაგვარად, პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს ეკონომიკურ ოპერატორს;
    ი) იგი, როგორც ფიზიკური პირი, თავად არის პრეტენდენტი/კანდიდატი საჯარო შესყიდვის პროცედურაში.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად მიიჩნევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული პირი, ხოლო „კონტროლი“ განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
5. ინტერესთა კონფლიქტის პირობები ვრცელდება როგორც ეკონომიკურ ოპერატორზე, ისე ქვეკონტრაქტორსა და სხვა ეკონომიკურ ოპერატორზე, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  13

6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საჯარო შესყიდვის განხორციელებისას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის წევრის ან/და მისი აპარატის წევრის, ექსპერტის, კონსულტანტის, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისთვის პასუხისმგებელი პირისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირის შესახებ. ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პირი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა ხელწერილით დაადასტუროს. ხელწერილს როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია, ისე ეკონომიკური ოპერატორი სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით აქვეყნებს/ტვირთავს ელექტრონულ სისტემაში.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  13

7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემსყიდველ ორგანიზაციაში დასაქმებული პირი, შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის წევრი ან/და მისი აპარატის წევრი, ექსპერტი, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირი, რომელსაც ინტერესთა კონფლიქტი ექმნება, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ და აღარ მიიღოს მონაწილეობა შესაბამის საჯარო შესყიდვაში.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  13

8. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, დასვას ამ მუხლით გათვალისწინებული პირის აცილების საკითხი, თუ მას ინტერესთა კონფლიქტი ექმნება. შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის წევრის (ამ პირის მონაწილეობის გარეშე), შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის მთლიანი შემადგენლობის ან მისი აპარატის წევრის, შესყიდვების კომიტეტის მუშაობაში ჩართული ექსპერტისა და კონსულტანტის აცილების საკითხებს წყვეტს შესყიდვების კომიტეტი/ჟიური. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტის ან კონსულტანტის, რომელიც არ არის ჩართული შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის საქმიანობაში, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისთვის პასუხისმგებელი პირის ან საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირის აცილების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  13

9. შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის მთელი შემადგენლობის ან იმ რაოდენობის წევრთა აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც კომიტეტს/ჟიურის გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის, იქმნება ახალი შესყიდვების კომიტეტი/ჟიური. შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის აპარატის ერთადერთი ან ყველა წევრის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის ახალი აპარატი იქმნება. ექსპერტის, კონსულტანტის, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისთვის პასუხისმგებელი პირის ან საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი ახალი პირი.
10. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის დეტალური წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.