Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ვაზისა და ღვინის შესახებ article 2 კანონის რეგულირების სფერო. 1. ეს კანონი ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეწარმეო საქმიანობა მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის, მათ შორის, ვაზის სამყნობი მასალის, ვაზის სარგავი მასალის, ყურძნის, ყურძნის ტკბილის, დურდოს, მადუღარი ტკბილის, მაჭრის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, ღვინის, ღვინისეული სასმლის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ან/და სპირტიანი სასმლის, წარმოებას, შენახვას, რეალიზაციას, ექსპორტსა და იმპორტს. 2. ეს კანონი განსაზღვრავს ვაზის სამყნობი მასალის, ვაზის სარგავი მასალის, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირების სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. |