Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 53 მხარეთა შეთანხმება საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის პროცედურის განხორციელებაზე. 1. თუ ცენტრალური ორგანო და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეთანხმდებიან, რომ შეიძლება განხორციელდეს საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის პროცედურა, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ცენტრალურ ორგანოს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და მუდმივი ცხოვრების უფლების გარანტიების შესახებ. 2. თუ ცენტრალური ორგანო მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიიღებს საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და მუდმივი ცხოვრების უფლების გარანტიებს, იგი მათი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ ინფორმაციის მიღების თხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ცენტრალურ ორგანოს 20 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 53 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ცენტრალური ორგანო მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის/არარსებობის შესახებ. |