FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

article  1

გამოყენებული ტერმინების განმარტება. გამოყენებული ტერმინების განმარტება:
    ა) გეოდეზია _ სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ფორმის, ზომების, გრავიტაციული ველის, დედამიწის ზედაპირზე წერტილების კოორდინატებისა და მათი დროში ცვლილებების განსაზღვრის პროცესში;
    ბ) კარტოგრაფია – სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება კარტოგრაფიული პროდუქციის შესწავლის, შექმნისა და გამოყენების პროცესში და რომლის მთავარი ნაწილია კარტოგრაფიული გამოსახულება;
    გ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა _ სამეცნიერო, ტექნიკური, საწარმოო და მმართველობითი საქმიანობა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში;
    დ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები _ გეოდეზიური და კარტოგრაფიული პროდუქციის, მასალებისა და მონაცემების შექმნის პროცესი;
    ე) საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი – გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად შექმნილი მასალებისა და მონაცემების ერთობლიობა, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სიმაღლეები, რომლებიც განკუთვნილია ხანგრძლივი შენახვისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით;
გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

article  1

ვ) გეოდეზიური პუნქტები − დედამიწის ზედაპირზე ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით სპეციალური კონსტრუქციული მოწყობილობით დამაგრებული წერტილები, რომლებიც შეიცავს კოორდინატების, სიმაღლეებისა და გრავიმეტრიული მონაცემების შესახებ ინფორმაციას და რომელთა მდებარეობა განისაზღვრება „საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კოორდინატებისა და სიმაღლეების ათვლის ერთიან სისტემებში;
    ზ) დისტანციური ზონდირება – სპექტრალური გამოსახულების მეშვეობით, განსაზღვრული მანძილიდან დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებისა და მასზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების შესახებ მონაცემების მიღების მეთოდი;
    თ) გეოინფორმაციული სისტემა (გის) – სისტემა გეოგრაფიული სივრცის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა შეგროვებას, შენახვას, შემოწმებას, ანალიზს, განზოგადებას, ინტერპრეტირებას და გამოისახება სივრცითი თვისებების გამოყენებით. იგი წარმოდგენილია მონაცემთა ბაზებით, რომლებიც დაკავშირებულია სივრცით მახასიათებლებთან შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
    ი) მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემა _ ტოპოგრაფიული რუკების მასშტაბების დადგენილი თანამიმდევრობა;
გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

article  1

კ) გასხვისებას დაქვემდებარებული მასალები – საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული გეოდეზიური მასალები და კარტოგრაფიული მონაცემები, რომლებიც არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას და ექვემდებარება გასხვისებას, კერძოდ: სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკები, აგრეთვე აეროკოსმოსური გადაღების მასალები და ორთოფოტოგეგმები, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სანიველირო ნიშნების სიმაღლე;
    ლ) ადგილმდებარეობის ობიექტები _ დედამიწის ზედაპირზე განლაგებული ყველა ბუნებრივი (რელიეფის გარდა) და ხელოვნური წარმოშობის ობიექტები;
    მ) ვერტოდრომი − აეროდრომი ან ნაგებობის ზედაპირზე არსებული, დადგენილი ფართობი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია შვეულმფრენის აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისთვის, აგრეთვე საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის, მგზავრის, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას;
    ნ) სამიმოსვლო ბილიკ ი − სამიმოსვლო ბილიკი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.