FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  2909

ამ კოდექსის 96-4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება და მისი აღსრულება.
1. ამ კოდექსის 96-4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირს მის მიმართ შედგენილი შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირს აღნიშნული დოკუმენტი პირადად გადაეცა.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს აბრუნებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაბრუნებიდან არაუადრეს მე-14 დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  2909

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გზავნილის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის პირის ოჯახის წევრში იგულისხმება მისი მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, ბებია, პაპა, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული ოქმის საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  2909

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იძულებით აღსრულდება ამავე კოდექსის 291-ე მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსასრულებლად წარდგენის საფუძველზე.