Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ article 12 ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო). 1. ცხოველის კეთილდღეობის დაცვის მიზნით ცხოველის დროებით განთავსებასა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) ვალდებულია უზრუნველყოს: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ბ) ცხოველის კვება-დარწყულება; გ) ცხოველის განსათავსებელი სივრცის სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება. 3. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტს (სასტუმროს) უფლება არ აქვს, მომსახურება გაუწიოს იმ ცხოველს, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში. |
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ article 12 4. თუ ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) მიიღებს უმეთვალყურეო ძაღლს, რომელსაც 2 თვის ვადაში არ გამოუჩნდება მეპატრონე/მიმკედლებელი, იგი ვალდებულია ცხოველისთვის მოიძიოს მეპატრონე/მიმკედლებელი, ხოლო მისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 5. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმროს) მოწყობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში დასაშვებია ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე. 6. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში მოწყობილ ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტში (სასტუმროში) არ შეიძლება ერთდროულად განთავსდეს 15-ზე მეტი ცხოველი. |