Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 85 პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი. 1. პარლამენტის ბიურო განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს. 2. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადა და წესი. 3. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს დღის პირველ ნახევარში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს განსაზღვრული დროის გამოყოფა მის მიერ ინიციირებული კანონის, პარლამენტის დადგენილების ან პარლამენტის სხვა აქტის პროექტის განსახილველად. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 85 4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით (ხელის აწევით). სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა ან/და საკითხის რიგგარეშე განხილვა. 5. პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს ეძლევა 3-წუთიანი სიტყვა. ამ დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 85 6. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ან ფრაქციის თავმჯდომარე მოითხოვს საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. პარლამენტი საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ან საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკითხის განხილვის გარეშე, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. ამასთანავე, საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები. 7. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი და მიმართვა მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე განიხილება. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 85 8. თუ კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის (გარდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა) პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 6 თვის განმავლობაში არ გამოიტანს კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის, კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. |