Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 39 რადიოაქტიური მასალების ექსპორტი. 1. საქართველო ს ტერიტორიიდან რადიოაქტიური მასალების ექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. რადიოაქტიური მასალების ექსპორტის საფუძველია მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონის მე-18 მუხლით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვა. 3. რადიოაქტიური მასალების ექსპორტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს: ა) გამგზავნი მხარის შეტყობინებას რადიოაქტიური მასალების გაგზავნის თაობაზე; ბ) რადიოაქტიური მასალების მიმღები მხარის გარანტიას მასალების მიღებაზე; გ) რადიოაქტიური მასალების გადამზიდავი ორგანიზაციის ლიცენზიის ასლს; დ) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალების და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე ინფორმაციას; ე) რადიოაქტიური მასალების გადაზიდვისას უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფას. 4. ბირთვული მასალის ექსპორტის შემთხვევაში ნებართვის გაცემა დამატებით ითვალისწინებს: ა) მიმღები და გამცემი მხარეების მიერ ბირთვულ მასალაზე „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას; ბ) ბირთვული მასალის გადაზიდვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. |