Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მუზეუმების შესახებ article 9 მუზეუმის შექმნა (დაფუძნება) და მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები. 1. მუზეუმი იქმნება სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმებს აფუძნებს მუნიციპალიტეტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები განისაზღვრება მის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) მუზეუმის დებულებით (წესდებით) ან/და მუზეუმის შემქმნელსა (დამფუძნებელსა) და სამინისტროს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების ფორმას ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო. |