Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ article 13 იმ პირის უფლება - მოვალეობანი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან. 1. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან, უფლება აქვს: ა) სადაზვერვო დაწესებულებასთან დადოს ხელშეკრულება კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ან მასთან ითანამშრომლოს სხვა არსებული ფორმებით; ბ) სადაზვერვო დაწესებულების მოსამსახურეებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლება-მოვალეობების შესახებ; გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სადაზვერვო დაწესებულების მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება; ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის პერიოდში. 2. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან, ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები; ბ) არ მიაწოდოს სადაზვერვო დაწესებულებას ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია; გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. |