Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ article 11 1. საბჭო ამზადებს რეკომენდაციებს ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად. 2. საბჭო მონაწილეობს ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების კონტროლირებადი მოხმარების ეროვნული პროგრამის შემუშავებაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. საბჭო უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიწოდებას: ა) ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების, მათი სამედიცინო და სოციალური პარამეტრების შესახებ; ბ) ქალის რძით კვების, როგორც ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური და ფსიქოსოციალური განვითარების იდეალური საშუალებისა და აუცილებელი პირობის შესახებ; გ) ჩვილთა ხელოვნური კვების უარყოფითი შედეგებისა და მასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შესახებ. 4. საბჭოს უფლება აქვს მოიძიოს ინფორმაცია: ა) ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვების საკითხების ამსახველი, მოსახლეობისათვის გამიზნული საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალების გამოქვეყნების ფორმისა და გავრცელების შესახებ; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ბავშვთა კვების საკითხების ამსახველი სახელმძღვანელოების და სხვა სასწავლო, მეთოდური მასალების გამოცემისა და გავრცელების შესახებ. |