Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 18 5. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრავი ნივთის პრივატიზების ინიციირებას. 6. მოძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობა ხორციელდება ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად. 7. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 8. მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 18 9. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან, ხოლო ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების განკარგვისას − საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის დღიდან 30 სამუშაო დღეში სამინისტრო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 18 მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება. 1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად. მთავრობა უფლებამოსილია მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს აღნიშნული ქონების ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. 2. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად. 3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას განმკარგავ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. 4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. |