Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 83 საავიაციო მოვლენა და მისი შეტყობინების წესი. 1. საავიაციო მოვლენა არის საავიაციო შემთხვევა, სერიოზული ინციდენტი ან ინციდენტი, აგრეთვე საჰაერო ხომალდის ან/და მისი სისტემის გაუმართაობა, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების მტყუნება ან სხვა სახის უჩვეულო ვითარება, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა ან რომელსაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა ფრენის უსაფრთხოებაზე. 2. საავიაციო მოვლენის შეტყობინების წესს ამტკიცებს სააგენტო. 3. სააგენტო ვალდებულია შეაგროვოს ინფორმაცია საავიაციო მოვლენების შესახებ, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მიმწოდებლის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს შეტყობინებების ანალიზი და დამუშავება, შექმნას და შეინარჩუნოს შეტყობინებების მონაცემთა ბაზა, შეტყობინების შესახებ მონაცემები გაცვალოს სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან, განსაზღვროს ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებები. 4. საავიაციო მოვლენის შეტყობინების მიზანია პრევენციული ღონისძიებების გატარება და არა ვინმეს ბრალეულობის ან მისი დადგომისათვის ვინმეს პასუხისმგებლობის დადგენა. |