Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 174 მოხალისეობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. 1. სამინისტრო/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია მოხალისეს აუნაზღაუროს მის მიერ გაწეული, მოხალისეობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯები, მათ შორის: ა) საკონსულო მომსახურების (შესაბამისი ვიზის გაფორმების, ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების) ხარჯები; ბ) მგზავრობის ხარჯები; გ) საცხოვრებლის დაქირავების (ადგილის დაჯავშნისა და ცხოვრების) ხარჯები; დ) კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების მოხალისეთა ორგანიზაციის წევრისთვის/მოხალისისთვის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოხალისეთა ორგანიზაციას, თუ შესაბამისი ღონისძიება მან დაგეგმა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება არ ცვლის მოხალისეობის უანგარო ხასიათს. |