FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  54

საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია.
1. შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო დამრღვევის მიერ ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების მიზნით მიმართოს სასამართლოს.
2. შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა უქმდება ჯარიმის თანხის სრულად დაფარვისთანავე.
3. დამრღვევის ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო აუქციონის ჩატარების გზით.
4. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, რისთვისაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
    ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;
    ბ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);
    გ) გასაყიდი მიწის ნაკვეთის დასახელება (ქონების მოკლე აღწერა);
    დ) მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი, რომელიც ყადაღის დადების აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასია;
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  54

ე) რომ მესამე პირები, რომელთაც აქვთ უფლებები ამ მიწის ნაკვეთზე, ვალდებული არიან, ამ უფლებათა დამადასტურებელი საბუთები წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;
    ვ) აუქციონის პირობები.
5. აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება, წინასწარ გაეცნოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვეთს.
6. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:
    ა) ყადაღის დადებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;
    ბ) ჯარიმის თანხა.
7. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული ხარჯებისა და თანხის შემდეგ დარჩენილი სახსრები დამრღვევს უბრუნდება.
8. ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია შეწყდება, თუ დამრღვევი აუქციონის ჩატარებამდე უზრუნველყოფს ჯარიმის თანხის, ყადაღის დადებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას.
9. ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ჩატარების გზით რეალიზაციის წესს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.