Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 32 სამხედრო მოსამსახურის უფლება და პრივილეგია. 1. სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს მოქალაქისთვის დადგენილი უფლებებითა და თავისუფლებებით. მას აღნიშნული უფლებები და თავისუფლებები შეიძლება ნაწილობრივ შეეზღუდოს ამ კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, სამხედრო სამსახურის მოთხოვნების პროპორციულად. 2. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისწავლოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 3. მეთაური სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეს განათლების უფლების განხორციელებაში. 4. სამხედრო მოსამსახურე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილებში სარგებლობს ბიბლიოთეკებით, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით. მას აგრეთვე უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და თვითშემოქმედებით ღონისძიებებში. 5. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, აღასრულოს რელიგიური წეს-ჩვეულებები, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ უქმნის პირობებს დამატებითი შეღავათებისთვის. |
თავდაცვის კოდექსი article 32 6. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, შეიცვალოს სამხედრო სამსახურის ადგილი, თუ ის ან მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დასკვნით. 7. სამხედრო მოსამსახურე სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დღეს დონაციის სამუშაო საათებში განხორციელების შემთხვევაში თავისუფლდება განწესის, გუშაგობისა და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისგან. 8. სამხედრო მოსამსახურე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარგებლობს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით. 9. სამხედრო მოსამსახურე იხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის/წყალარინების და დასუფთავების მომსახურების საფასურის 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან − სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან. |