FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 15

ვაზისა და ღვინის შესახებ

article  3

კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) აისვაინი – ღვინო, რომელიც მიიღება ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნის გამოწურვით მიღებული ყურძნის ტკბილის არასრული დადუღებით;
    ბ) არომატიზებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ღვინოში მცენარის/მცენარეთა სპირტიანი ექსტრაქტის, სხვა ბუნებრივი არომატიზატორის, ეთილის სპირტის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან/და შაქრის შერევით;
    გ) ბრენდი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც მიიღება არანაკლებ ექვსთვიანი დავარგების ღვინის დისტილატისგან;
    დ) ბუნებრივად ნახევრად მშრალი ღვინო, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, ბუნებრივად ტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილის ან დურდოს არასრული დადუღებით;
    ე) ბუნებრივი სპირტშემცველობა – ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 20-0C ტემპერატურაზე გამდიდრებამდე (ყურძნის ტკბილის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, საქაროზას ან ეთილის სპირტის დამატებამდე);
ვაზისა და ღვინის შესახებ

article  3

ვ) გადამწიფებული ყურძნის ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება გადამწიფებული ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად და რომლის საერთო სპირტშემცველობა და ბუნებრივი სპირტშემცველობა 15%-ს აღემატება, ხოლო ფაქტობრივი სპირტშემცველობა 12%-ზე ნაკლები არ არის;
    ზ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია (ყურძენი მოყვანილი და გადამუშავებულია, ღვინო დამზადებულია) ვიტის ვინიფერას სახეობაში შემავალი ვაზის ჯიშებისგან მევენახეობის ზონაში, მევენახეობის ქვეზონაში, მევენახეობის მიკროზონაში ან მათ გაერთიანებულ ნაწილში (შემდგომ – გეოგრაფიული ადგილი), რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორებით, რომლის საწარმოებლად გამოიყენება მხოლოდ აღნიშნულ გეოგრაფიულ ადგილზე მოყვანილი ყურძენი, რომელსაც მინიჭებული აქვს იმავე გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში;
ვაზისა და ღვინის შესახებ

article  3

თ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც წარმოებულია მევენახეობის ზონაში, მევენახეობის ქვეზონაში ან მევენახეობის მიკროზონაში, რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორებით, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში;
    ი) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია ვიტის ვინიფერას სახეობაში შემავალი ვაზის ჯიშებისგან იმ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში, რომელიც განაპირობებს მის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციას ან სხვა მახასიათებელს, რომლის საწარმოებლად აუცილებელი ყურძნის არანაკლებ 85%-ისა მოყვანილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში;
ვაზისა და ღვინის შესახებ

article  3

კ) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც წარმოებულია იმ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში, რომელიც განაპირობებს მის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციას ან სხვა მახასიათებელს, რომლის საწარმოებლად აუცილებელი ყურძნის არანაკლებ 85%-ისა მოყვანილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში;
    ლ) დისტილატის დავარგება – მუხის კასრში ან მუხის მერქანთან შეხებით ღვინის დისტილატის ან ჭაჭის დისტილატის ხარისხის გაუმჯობესების პროცესი;
    მ) დურდო – დაჭყლეტილი ყურძნის მასა კლერტიანად ან უკლერტოდ; მ-1) დეალკოჰოლიზაცია − ღვინისთვის ალკოჰოლის ნაწილობრივ მოცილება ვაკუუმში აორთქლებით, დისტილაციით ან/და მემბრანული ტექნიკის გამოყენებით; მ-2) დეალკოჰოლიზებული ღვინო − ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციით და რომლის სპირტშემცველობა 0,5%-დან 15%-მდეა;
    ნ) ეტიკეტი – ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, დასახელება, სასაქონლო (სავაჭრო) ნიშანი, ილუსტრაცია, გრაფიკული გამოსახულება, სიმბოლო, რომელიც დაბეჭდილია, ამოტვიფრულია ან სხვაგვარადაა გამოსახული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ჭურჭელზე ან/და შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტზე;
ვაზისა და ღვინის შესახებ

article  3

ო) ვაზის გენეტიკური რესურსები – ვაზის ადგილობრივი ჯიშები, ვაზის ინტროდუცირებული ჯიშები და ვაზის ველური ფორმები;
    პ) ვაზის რქა – ვაზის ერთწლიანი რქის ნაწილი, რომელიც გამოიყენება დასაფესვიანებლად ან საკვირტე (სანამყენე) მასალის დასამზადებლად;
    ჟ) ვენახი – მიწის ნაკვეთი ვაზის ნარგაობით; ჟ-1) ვენახების ერთიანი კადასტრი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი ვენახებისა და მევენახეების შესახებ მონაცემთა ბაზა;
    რ) ვ იტის ვინიფერა (Vitis vinifera) – ვაზისებრთა ოჯახის (Vitaceae) ვაზის გვარში (Vitis) შემავალი სახეობა, რომელიც მოიცავს ევროაზიური ვაზის კულტურულ ჯიშებს (Vitis vinifera L. Ssp sativa DC) და ველურ ვაზს (Vitis vinifera L. Ssp silvestris (Gmelin) Hegi);
    ს) ინსპექტირება – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დასადგენად;
    ტ) კლონური სელექცია – ვაზის ჯიშის გენეტიკური გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა, როდესაც ბუნებრივი მუტაციის შედეგად წარმოშობილი ვაზის სახესხვაობები სპეციალური ნიშნების მიხედვით შეირჩევა;
ვაზისა და ღვინის შესახებ

article  3

უ) კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი – არაკარამელიზებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც ნაწილობრივი დეჰიდრატაციით შაქრის კონცენტრაცია არანაკლებ 58,2%-მდეა გაზრდილი, ხოლო სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება;
    ფ) ლიქიორული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე, დურდოზე, მადუღარ ტკბილზე, მადუღარ დურდოზე ან ღვინოზე ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 24%-მდეა;
    ქ) ლოტი – ღვინის კომპანიის მიერ დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთი და იმავე ტიპის სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ან სატრანსპორტო ჭურჭელში მოთავსებული ერთგვაროვანი პროდუქციის პარტია;
    ღ) ლოტის ნომერი – უნიკალური ნომერი, რომელიც ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;
    ყ) მადუღარი ტკბილი – ყურძნის ტკბილი, რომელშიც დაწყებულია ალკოჰოლური დუღილი და რომლის სპირტშემცველობა 1%-ს აღემატება;
    შ) მაჭარი – ახალგაზრდა ღვინო, რომელშიც დუღილი დამთავრებული არ არის;
    ჩ) მევენახეობის ზონა – საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, სადაც ვაზის კულტურის გასაშენებლად ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებია;
    ც) მევენახეობის მიკროზონა – მევენახეობის ქვეზონის ნაწილი, რომელიც მევენახეობის სხვა მიკროზონებისგან აგროეკოლოგიური პირობებით განსხვავდება;
ვაზისა და ღვინის შესახებ

article  3

ძ) მევენახეობის ქვეზონა – მევენახეობის ზონის ნაწილი, რომელიც მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონებისგან აგროეკოლოგიური პირობებით განსხვავდება;
    წ) მისტელი – პროდუქტი, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე სპირტის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 22%-მდეა;
    ჭ) მსუბუქად ცქრიალა ღვინო – ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 20-0C ტემპერატურაზე 1 ბარზე მეტია და 2,5 ბარზე ნაკლებია;
    ხ) მცირე ზომის მარანი – ღვინის საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 40 000 ლიტრ ღვინოს არ აღემატება;
    ჯ) მხედველობის ერთი არე – დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმელის ჭურჭლის ან/და შეფუთვის ზედაპირის ნაწილი (გარდა ძირისა), რომლის დანახვა შესაძლებელია ჭურჭლის ან/და შეფუთვის შემობრუნების გარეშე;
    ჰ) ნამყენი ნერგი – ვაზის ნერგი, რომელიც მიღებულია საძირეზე სანამყენე კვირტის დამყნობისა და დაფესვიანების შედეგად და ვენახის გასაშენებლად გამოიყენება; ჰ-1) ნებადართული ვაზის ჯიში – საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოსაყენებლად ნებადართული ვაზის ჯიში; ჰ-2) ნეიტრალური სპირტი – ეთილის სპირტი, რომელიც მიიღება ყურძნისეული ან სხვა წარმოშობის ნედლეულის გამოხდით და რომლის სპირტშემცველობა 95%-ს აღემატება; ჰ-0C ტემპერატურაზე, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას პროდუქტში არსებული შაქრის მთლიანად დადუღებით;
ვაზისა და ღვინის შესახებ

article  3

ჰ-4) რეკომენდებული ვაზის ჯიში – საქართველოში მევენახეობის თითოეული ზონისათვის და მევენახეობის თითოეული ქვეზონისათვის აპრობირებული ვაზის ჯიში, რომლის გამოყენებაც რეკომენდებულია მაღალხარისხოვანი პროდუქციის საწარმოებლად; ჰ-5) რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი – კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც მჟავიანობა და სხვა ნივთიერებების შემცველობა შემცირებულია მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული ოპერაციების და ნივთიერებების გამოყენებით და რომელშიც შაქრის კონცენტრაცია 82%-ზე ნაკლები არ არის, ხოლო სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება; ჰ-6) საბაზისო მასალა – კლონური სელექციით მიღებული ვაზის უვირუსო სამყნობი და სარგავი მასალა, რომლის ჯიშური სიწმინდისა და სანიტარიული სისუფთავისთვის პასუხისმგებელია მასალის სელექციონერი-მწარმოებელი; ჰ-7) სადესერტო ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე, დურდოზე, მადუღარ ტკბილზე, მადუღარ დურდოზე ან ღვინოზე სპირტის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით და რომლის სპირტშემცველობა 12%-დან 17%-მდეა; ჰ-8) საერთო სპირტშემცველობა – ფაქტობრივი სპირტშემცველობისა და პოტენციური სპირტშემცველობის ჯამი; ჰ-9) საკუთარფესვიანი ნერგი – ვაზის ნერგი, რომელიც მიღებულია ვაზის ერთწლიანი რქის დაფესვიანებით;
ვაზისა და ღვინის შესახებ

article  3

ჰ-10) სამეწარმეო ვენახი – ვენახი, რომელში მოყვანილი ყურძენი ან სამყნობი მასალა ძირითადად სამეწარმეო მიზნით გამოიყენება; ჰ-11) სამომხმარებლო ტარა – ტარა, რომელშიც დაფასოებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტი მომხმარებლისთვის მისაწოდებლად; ჰ-12) სამოყვარულო ვენახი – ვენახი, რომელში მოყვანილი ყურძენი სამეწარმეო მიზნით არ გამოიყენება; ჰ-13) სანამყენეთა სადედე – ვაზის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი სანამყენე მასალის მისაღებად; ჰ-14) საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო – ღვინო, რომლის ძირითადი თვისებები განპირობებულია ალკოჰოლური დუღილის შემდეგ მის ზედაპირზე განვითარებული საფუვრის აპკზე დავარგებით; ჰ-15) საქპატენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“; ჰ-16) საძირე – ფილოქსერაგამძლე ვაზის რქა, რომელიც განკუთვნილია მყნობისთვის; ჰ-17) საძირეთა სადედე – ფილოქსერაგამძლე სახეობათა ჰიბრიდული ვაზის ჯიშის/ჯიშების ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი საძირე მასალის მისაღებად;
ვაზისა და ღვინის შესახებ

article  3

ჰ-18) სახელმწიფო კონტროლი – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სფეროში მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ჰ-19) სახელმწიფო ზედამხედველობა – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების სფეროში მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ჰ-20) სახლის ღვინო – ღვინო, რომელიც დამზადებულია მცირე ზომის მარანში; ჰ-21) სერტიფიცირება – პროცედურა, რომელიც ხორციელდება იდენტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;