Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 49 რეალიზაცია. 1. ყადაღადადებულ ან მოვალის მიერ გადახდილ თანხას, საფასურის და აღსრულების ხარჯის გამოკლებით, აღსრულების ეროვნული ბიურო გადასცემს კრედიტორს. 2. სხვა ყადაღადადებულ ნივთებს აღსრულების ეროვნული ბიურო საჯაროდ ყიდის აუქციონზე. 4. აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე მოვალეს მისცეს შესაძლებლობა, თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს კონტროლით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით დაიფარება საფასური, აღსრულების ხარჯი და კრედიტორის მოთხოვნები. 5. მოძრავი ნივთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციამდე ან რეალიზაციის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, ამოიღოს ყადაღადადებული ნივთი მოვალის მფლობელობიდან. |