Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 8 საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო. 1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავების, ეროვნული სისტემის განვითარების, შესაბამისი რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან სამეცნიერო-კვლევითი სფეროს ან/და დარგობრივი საექსპერტო წრეების წარმომადგენელთაგან იქმნება საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო. 2. საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს წევრობა არ ანაზღაურდება. საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 3. საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. |