Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 45 წარმოებული სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა. 1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა მისი ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის მინიჭების პროცედურის დაწყებისთვის წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. 2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაურთოს ოჯახური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მისი არსებობის შემთხვევაში). 3. ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრის უფლება, მოიპოვოს წარმოებული სტატუსი, შეიძლება დადგინდეს თავშესაფრის მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემდეგ. 4. წარმოებული სტატუსის მისანიჭებლად გასაუბრება ტარდება საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან. 5. უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმოებული სტატუსის მინიჭების მიზნით ოჯახური კავშირის დასადგენად იკვლევს თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას ამ მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციას (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამის გარემოებებს. 6. წარმოებული სტატუსის მისანიჭებლად ჩატარებულ გასაუბრებაზე ოჯახური კავშირის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის წევრობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (მისი არსებობის შემთხვევაში). |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 45 7. თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირი მისი ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმოებული სტატუსის მინიჭების საკითხს 1 თვის ვადაში განიხილავს. |