FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  575

ვერცხლისწყლის რეგულირების სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევა.
1. ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2. ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.
3. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
4. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის წარმოების, საწარმოო პროცესში ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენების, ვერცხლისწყალსა და ვერცხლისწყლის ნაერთთან მოპყრობისა და მათი რეალიზაციის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.