Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 40 რადიოაქტიური მასალების იმპორტი. 1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური მასალების იმპორტი დასაშვებია მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-18 მუხლით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. რადიოაქტიური მასალების იმპორტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს: ა) რადიოაქტიური მასალების მიმღები მხარის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის არსებობას; ბ) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალების და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე ინფორმაციას; გ) რადიოაქტიური მასალების გადაზიდვისას უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფას. 3. ბირთვული მასალის იმპორტის შემთხვევაში ნებართვის გაცემა დამატებით ითვალისწინებს: ა) მიმღები მხარის მიერ მისაღებ ბირთვულ მასალაზე „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას; ბ) ბირთვული მასალის გადაზიდვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შე საბამისად. |