Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 27 კომისიის ყოველწლიური ანგარიში. 1. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და აქვეყნებს წინა წლის ფინანსურ ანგარიშს, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის მიერ რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები, კომისიის ხარჯები, აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები. 2. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები. კომისიაში ფინანსური საქმიანობის აუდიტი ხორციელდება ყოველწლიურად, მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. აუდიტის დასკვნა მზადდება და ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომზადებულ ფინანსურ ანგარიშთან ერთად. კომისიის ფინანსური საქმიანობის აუდიტმა არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 27 3. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე შეიმუშავებს წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, ამ კანონის VII თავით განსაზღვრულ თითოეულ მიზანთან, ვალდებულებასა და მარეგულირებელ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიღებული ზომებისა და დამდგარი შედეგების თაობაზე. კომისიის წლიური ანგარიში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. კომისიის ანგარიში ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. |