FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პროკურატურის შესახებ

article  84

გარდამავალი დებულებები.
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს პროკურატურა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ორგანოდ − საქართველოს პროკურატურად.
2. საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის უფლებამონაცვლე.
3. საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება.
4. საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
6. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პროკურატურისათვის გადაცემა.
პროკურატურის შესახებ

article  84

7. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პროკურატურისათვის გადაცემა.
8. ამ კანონის ამოქმედებისთანავე გენერალური პროკურორის უფლებამოსილებას იძენს ამ კანონის ამოქმედების დროისათვის განწესებული მთავარი პროკურორი დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
9. იუსტიციის მინისტრი ინარჩუნებს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, რომელიც უნდა შეირჩეს ამ კანონით დადგენილი წესით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
10. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საპროკურორო საბჭოს წევრები ინარჩუნებენ უფლებამოსილებას საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით.
11. ამ კანონის ამოქმედება არ იწვევს პროკურატურის მუშაკების უფლებამოსილების შეწყვეტას, ისინი იწოდებიან პროკურატურის თანამშრომლებად და გადაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე.
პროკურატურის შესახებ

article  84

12. 2019 წლის 1 ნოემბრამდე პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს საქართველოს პროკურატურა.