Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 52 3. თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევით დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მისი არსებითი განხილვის გარეშე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ეს გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 52 4. თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა იღებს გადაწყვეტილებას განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი მისთვის აღნიშნული აქტის ჩაბარების მომენტიდან მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად. 5. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან წარმოშობის ქვეყანაში გაძევება ან ექსტრადიცია მის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების პირველად წარდგენის მომენტიდან მისთვის ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებამდე. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 52 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული აქტის მისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა კვლავ წარადგინა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, იგი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 52 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 52 განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები. 1. თუკი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის სტატუსი ან დამატებითი დაცვა შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან მას დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარი ეთქვა, ანდა თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, წარადგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუ: ა) წარმოშობის ქვეყანაში ისეთი ცვლილებები მოხდა, რომლებიც შეიძლება აჩენდეს მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას; ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა მისი ბრალი არ ყოფილა და რომლებიც შეიძლება აჩენდეს მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 52 2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წინასწარ გამოიკვლიოს, შეისწავლოს და შეაფასოს მასში მითითებული განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში მისი დაბრუნებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის ან/და ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან გასაუბრება ტარდება. ამ გასაუბრებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ. |