Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 37 რადიაციული დაცვის ზოგადი მოთხოვნები. ავტორიზაციის მაძიებელი/ავტორიზებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის: ა) მას სათანადოდ უნდა ჰქონდეს აღქმული რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები; ბ) მან პერსონალისა და მოსახლეობის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის უნდა განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება, მათ შორის, დადგენილ ზღვრებამდე მიღებული დოზების შენარჩუნება და როგორც აწმყოში, ისე მომავალში, მოსახლეობისათვის მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებისათვის ყველა აუცილებელი ზომის მიღება; გ) მან სათანადო უსაფრთხოების, მათ შორის, რადიოლოგიური საფრთხეებისაგან ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად უნდა დაგეგმოს და განახორციელოს საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები; დ) მან უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების და ბირთვული დაცულობის შესაბამისი გეგმა; ე) მან უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასხივების დოზური ზღვრების გადაუჭარბებლობა და განახორციელოს პერსონალის დასხივების მონიტორინგი; |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 37 ვ) მას დაგეგმილი საქმიანობის განსახორციელებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა; ზ) მას რადიოაქტიური ნარჩენების განთავსებისა და დეკომისიის მიზნებისთვის უნდა ჰქონდეს შექმნილი ფინანსური გარანტიები; თ) მან მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილი სპეციალისტები უნდა დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; ი) მან ავტორიზებული საქმიანობის ცვლილება, მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, არ უნდა განახორციელოს; კ) მან ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა, მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე, არ უნდა გააფართოოს; ლ) მან მარეგულირებელ ორგანოს უნდა მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია. |